ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრების სტუმრობა
Posted at h
in სიახლეები
ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრების სტუმრობა
9 ოქტომბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვივნენ ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სხვა წარმომადგენლები. მათ ქართული ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების კოლექციები დაათვალიერეს. სტუმრებს ხელნაწერი მემკვიდრეობა წარუდგინეს ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლებმა ნინო კობაურმა და ნათია ხიზანიშვილმა. შეხვედრაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა სამომავლო თაანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.