ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის ვიზიტი

ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის ვიზიტი

13 სექტემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (მაქს პლანკის ინსტიტუტის გაერთიანების ნაწილი) დირექტორი, პროფესორი გერჰარდ ვოლფი. გ.ვოლფი შეხვდა დირექტორ ზაზა აბაშიძეს. საუბრისას შეეხნენ თანამშრომლობის პერსპექტივებს.საუბრის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, კონფერენციების და სემინარების ჩატარებას,მეცნიერთა გაცვლას და სხვ. შეხვედრის შემდეგ პროფ. გ. ვულფმა დაათვალიერა ცენტრში დაცული კოლექციები. შეხვედრას დაესწრნენ ცენტრის ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თ.აბულაძე, საგარეო სამსახურის უფროსი თ.ჟღენტი,კონსულტანტი მ.მაჭავარიანი, დირექტორის თანაშემწე თ.მჭედლიძე,საცავის მცველი ნ. ხიზანიშვილი.