I საერთაშორისო კონფერენცია: „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

ცხადდება მონაწილეთა მიღება I საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“, რომელიც ეძღვნება წმ. გრიგოლ ფერაძის დაბადების 120 წლისთავს.

კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი, № 1).

კონფერენციის თარიღი: 11-13 სექტემბერი, 2019 წ.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა.

კონფერენციის თემატიკა:

მოხსენება შესაძლოა ეხებოდეს წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას, აგრეთვე ქართველოლოგიური დარგის ნებისმიერ საკითხს.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტებს, დოქტორებს და მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის პირებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, თეზისები უნდა გამოაგზავნონ (მაქს. 250 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sopio.kadagishvili@tsu.ge

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 ივლისი

ინფორმაციას კონფერენციაში ჩართვის შესახებ მიიღებთ ელ-ფოსტაზე, არაუგვიანეს 2019 წლის 31 ივლისი.

წარმოდგენილი მოხსენებები, რეცენზირების გავლის შემდეგ, გამოქვეყნდება ვარშავაში გამომავალ ქართველოლოგიურ ჟურნალში “Pro Georgia”.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან:

  • თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი;
  • ვარშავის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი;
  • კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი;
  • გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.

კონფერენცია ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის მხარდაჭერით.