საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა

18 ივნისს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II გაიხსნა ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ეძღვნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს. კვირეული რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებას მოიცავს და მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება გახსნა ფილოლოგიის დოქტორმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა ეკა დუღაშვილმა. საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და მისმა მოადგილემ ჯაბა სამუშიამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.  კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა უძველესი ხელნაწერების გამოფენა. საზოგადოებას საშუალება ჰონდა ეხილა ალავერდის, ვანისა და კორდეთის სახარებები, მიქაელ მოდრეკილის იადგარი და სხვა. საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია თანამედროვე ევროპულ სამყაროში საქართველოს კულტურული და ისტორიული გამოცდილების სწორად წარმოჩენა.