პირველი დღე – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა

18 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საქართველო -ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი” II. საქართველოს ადგილი თანამედროვე ევროპულ სამყაროში განისაზღვრება მისი კულტურული და ისტორიული გამოცდილების სწორი წარმოჩენით მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში.ამ მიზანს ემსახურება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ქართული კულტურა მონაწილეა დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე კულტურული პროცესებისა და კულტურათა შორის დიალოგისა, როგორც ზოგადი ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანესი და უძველესი ნაწილი, რომელმაც შუა საუკუნეებში დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანული ლიტერატურის, ფილოსოფიის და ხელოვნების განვითარებაში ამდენად, მისი ურთიერთობა ბიზანტიასა და აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსთან უაღ¬რე¬სად აქტუალური თემაა. გლობალიზაციის კონტექსტში მნიშვნელოვანია საერთაშორისო კვლევითი გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის ფარგლებში. საქართველოს, ბიზანტიისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კულტურათა ურთიერთგავლენების კვლევა ჰუმანიტარულ მეცნიერებაში პრიორიტეტულია. აღნიშნულ კონფერენციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უკვე მეორედ ატარებს. კონფერენციაში მონაწილობას იღებენ მეცნიერები ევროპის მრავალი ქვეყნიდან (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ, ნორვეგია, საფრანგეთი, უკრაინა, რუსეთი). მონაწილეთა შორის დარგის აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერებიც, რაც მიზნად ისახავს ქართული კულტურისა და სამცნიერო პოტენციალის პოპულარიზაციას. კონფერენცია ორ დღეს (18-19 ივნისი) გასტანს.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2433147056741678