კონფერენცია „ფრანგები საქართველოში“

საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. თბილისის 23-ე საჯარო სკოლამ ერთობლივი კონფერენცია „ფრანგები საქართველოში“განახორციელა. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში ფრანგი საზოგადო მოღვაწეების საქმიანობის შესახებ საუკეთესო სასწავლო პროექტის გამოვლენა.
პროექტს კონკურსის სახე ჰქონდა და მასში მონაწილე სასკოლო ჯგიფები ორენტირებულნი უნდა ყოფილიყვნენ კვლევის ელემენტზე და პროექტის შედეგად შექმნილი მასალის ორიგინალური სახით მომზადებაზე.
პროექტში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო. კონკურსის ფარგლებში ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებამ ითანამშრომლა სამ სკოლასთან: მარი ბროსეს ფრანგულ-ქართული სკოლა, 51-ე საჯარო სკოლა (თბილისი) და სოფ გამარჯვების სკოლა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი).
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის წყალობით სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა გამარჯვებულ ათეულში მოხვდა, ხოლო თბილისის 51-ე საჯარო სკოლის გუნდი კი, პედაგოგ სოფიო გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, კონკურსის გამარჯვებული გახდა პროექტით „ბარონი დე ბაი“.
ახალგაზრდებისათვის სიახლე იყო თემა, რომელიც მათ ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა შესთავაზა: მათ აღმოაჩინეს საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ფრანგი მოღვაწე, ბარონი დე ბაი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციაში დაცულ ბარონი დე ბაის მომოწერა აკაკი წერეთელთან, ილია ჭავჭავაძესთან. შეისწავლეს ამ საინტერესო ადამიანის მოგზაურობები საქართველოში და მისი ფოტოკოლექცია.

https://www.youtube.com/watch?v=i3JJsdngPwY&feature=youtu.be&fbclid=IwAR3YKuuHZyl18T07m0HVbIIHms4-DDkaF6PQ08fNwJ6vKIuSnSIaJQKgxYE