სტუდენტების სტუმრობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

6 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრობდა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და ბიზნესის სკოლების ქართველი და უცხოელი სტუდენტების ჯგუფი. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემოგზაურათ ქართული ხელნაწერების სამყაროში VII საუკნიდან XIX საუკუნის ჩათვლით. სტუდენტებმა დაათვალიერეს ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში” და XIX საუკუნის “ვეფხისტყაოსნის” ორიგინალები. შეხვედრა ინგლისურ ენაზე შედგა. ლექციას უძღვებოდა საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2413384115384639