საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პეკინში

ქართ./ 中文 2019 წლის 31 მაისს, პეკინში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო “კემპინსკი“-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, მედიის, ბიზნეს წრეების, კვლევითი ცენტრების, ასევე პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოების წინაშე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჭანგ ხანჰუეი. მიღების დროს გაიმართა ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერების ასლების გამოფენა. ასევე, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ ჩინეთში მოღვაწე კომპანიები, კერძოდ, “დუგლაძეები“, “სათავადო“ და “მილადა“-ს ბრენდი ვენახი. 格鲁吉亚驻华大使馆于5月31日晚在北京凯宾斯基饭店举办了格鲁吉亚独立日招待会。 中国政府官员、商界代表、研究机构和媒体代表、外国驻华使节及格鲁吉亚公民们出席了招待会。 格鲁吉亚驻华大使阿尔赤·卡岚第亚和中国外交部张汉晖副部长分别发表了讲话。 为增进传播推广,招待会现场放映了有关格鲁吉亚酿酒历史及介绍格鲁吉亚旅游环境的两部宣传片, 并展示了绍塔·鲁斯塔维里的长篇史诗《虎皮武士》的手稿。这些手稿收藏于格鲁吉亚国家手稿中心。 参加招待会的嘉宾们品尝了格鲁吉亚以下酒庄的红酒: „Dugladze Wine Company”, “Satavado”及“Venakhi of Milada“。

https://www.facebook.com/pg/Embassy-of-Georgia-to-the-Peoples-Republic-of-China-1225500780795780/photos/?tab=album&album_id=2676656989013478&__tn__=-UC-R