20 მაი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტუმრობა 67-ე ბაგა-ბაღში
Posted at 14:18h
in სიახლეები
20 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თბილისის 67-ე ბაგა-ბაღს ესტუმრა. სტუმრობა შედგა ცენტრის საგანმანათლებლო მიმართულების მიერ სკოლამდელი აღზრდის სასკოლო მზაობის ასაკობრივი კატეგორიისათვის საგანგებო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. პატარები ჩაერთვნენ ინტერაქტიულ პროგრამაში “დაბეჭდე “დედა ენა”. იაკობ გოგებაშივლის “დედა ენის” 1920 წლის სტამბური კლიშეების მიხედვით შექმნილი საგანმანათლებლო აქტივობა აღსაზრდელებს საშუალებას აძლევს გაეცნონ წიგნის შექმნის ისტორიას, პროცესს, სირთულეებსა და საიდუმლოებებს; თავად “დაბეჭდონ” “დედა ენის” 2 გვერდი, მელნისა და საგანგებოდ მომზადებული რეკვიზიტების მეშვეობით.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2384231738299877
