პრაქტიკული კურსი – „არაბული, სპარსული, ოსმალური პალეოგრაფია“

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაინერგა ახალი სასწავლო პრაქტიკული კურსი – „არაბული, სპარსული, ოსმალური პალეოგრაფია“ – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამისთვის, რომელიც გულისხმობს ცენტრის კოლექციებში დაცული ისლამური ხელნაწერების, ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების, პალეოგრაფიული თავისებურებების გაცნობა-შესწავლას  (მასალა, კალიგრაფია, ხელნაწერთან დაკავშირებული პერსონალია, დათარიღების სიტემა, შემკულობა, აღწერილობის პრინციპები და სხვა საკითხები), პრაქტიკულ მეცადინეობებს არაბული კალიგრაფიის ელემენტების დაუფლების მიმართულებით.
სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ აღმოსავლური პალეოგრაფიის ზოგადი თეორიული საკითხები და, ამასთანავე, იმუშაონ უშუალოდ ხელნაწერებზე.
კურსს უძღვება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი თამარ აბულაძე.

https://www.facebook.com/Manuscript.ge/photos/a.447286508661086/2375636425826075/?type=3&theater