კორნელი კეკელიძე – 140

2019 წლის 30 აპრილს, ქართველი ფილოლოგის, ლიტერატურათმცოდნის, თეოლოგის, კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 1 მაისს ჩატარდა სამეცნიერო სხდომა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო წრის წარმომადგემლები. მოხსენებიები წაიკითხეს: ელგუჯა ხინთიბიძემ (თსუ, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა) – ივირობის წიგნთსაცავის უცნობი ქართული ხხელნაწერი; ნინო მელიქიშვილმა (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) – წმ. იოანე დამასკელის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰომილიების ძველი ქართული თარმგანები; დალი ჩიტუნაშვილმა – (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) – დაღესტანში დაცული უცნობი ხანმეტი ხელნაწერი; ლელა ხაჩიძემ (თსუ, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა) – ისტორიული ჟანრის ერთი ბიზანტიური თხზულების ქართული თარგმანები.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2352357541487297&__tn__=-UC-R