კონკურსი „საუკეთესო კალიგრაფია“

დედაენის დღეს, 14 აპრილს, PSP-მ ხელით წერის წახალისების მიზნით, გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანი ნიჭიერი კალიგრაფების გამოვლენა იყო. კომპეტენტურმა ჟურიმ, რომელშიც PSP-სა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად ხელნაწერთა წეროვნული ცენტრის და გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენლები შედიოდნენ, სამი გამარჯვებული გამოავლინა. „საუკეთესო კალიგრაფიის“ სერტიფიკატის მფლობელი წალენჯიხელი ნონა მიქავა და „ყველაზე შემოქმედებითი“ ნამუშევრის ავტორი ქუთაისელი მაკა ბარდაველიძე პედაგოგები არიან;„ყველაზე ორიგინალური“ ნამუშევრის ავტორი ზუგდიდელი ჯესიკა ჩხაპელიაა.

https://www.facebook.com/psp.ge/posts/2368326989868507?__tn__=C-R