“ვეფხისტყაოსანი: საქართველოს ხელნაწერი მემკვიდრეობა”

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით არგენტინის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა “ვეფხისტყაოსანი: საქართველოს ხელნაწერი მემკვიდრეობა” გაიხსნა. გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა და არგენტინის ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურის სამსახურის უფროსმა, ესეკიელ მარტინესმა.საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში დღესაც აფასებენ არგენტინის ისტორიულ მხარდაჭერას 1919 წელს, როდესაც ბუენოს-აირესმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს მისწრაფება თავისუფლებისკენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ არგენტინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო. გამოფენა ეძღვნება არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავს და ის 2019 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

https://www.facebook.com/mfageorgia/photos/pcb.10155866461185899/10155866458300899/?type=3&theater