კონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებთან შეხვედრა

7 მარტს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საგანგებო პროგრამით ეწვია ნიქოზის სამრევლო სკოლას. პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგებოდა რომელიც გულისხმობს შემდეგს: გამოფენა „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“ – ფოტოგამოფენა, რომელსაც ახლდა მცირე სალექციო შეხვედრა, რასაც უძღვებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, ნესტან ბაგაური; სარესტავრაციო საგანმანათლებლო პროგრამა „წიგნის მოვლის კულტურა“ – ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის საინტერესო და პოპულარული პროგრამა, ვორქშოფით, სადაც პატარებს თავად შეუძლიათ აღადგინონ წიგნის დაზიანებული ფურცლები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პატარებს ცენტრის დირექტორმა, ზაალ აბაშიძემ წარუდგინა. პრაქტიკულ სამუშოას წინ უძღვოდა ლექცია წიგნის მოვლის კულტურაზე, რესტავრაციის არსზე, პროცესზე და მნიშვნელობაზე. საუბარს უძღვებოდნენ: რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი რევაზ კლდიაშვილი და რესტავრატორები, შორენა თავაძე და იზო ჯიქიძე. პროექტს უმასპინძლა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, მეუფე ესაიამ. დაიგეგმა ნიქოზის სამრევლო სკოლასთან სამომავლო თანამშრომლობის თემატიკა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მწვანე საფარის დაცვის ისტორია საქართველოში ხელნაწერი კოლექციების მიხედვით, ნიქოზის ანიმაიციური საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თემატიკისა და იდეების გაცვლა და სხვ. გამოფენა „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეოპბა“ ნიქოზის სამრევლო სკოლაში გასტანს 8 აპრილის ჩათვლით.

 

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2275181475871571