სამენოვანი ახალი პოპულარული ნარკვევი ტაო-კლარჯეთის შესახებ

5 მარტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარადგინა ისტორიულ-კულტურული ნარკვევი “ტაო-კლარჯეთი”. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა ისტორიკოსმა, პროექტის ხელმძღვანელმა გოჩა საითიძემ. საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა ისტორიკოსმა, პროექტის მონაწილემ ბუბა კუდავამ, რომელმაც ისაუბრა ნარკვევის გამოცემის აუცილებლობასა და ტაო-კლარჯეთის რეგიონის მნიშვნელობაზე. შეგახსენებთ, რომ სამენოვანი ნარკვევი მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ტაო-კლარჯეთი, ისტორია და კულტურა”, ფარგლებში. აღნიშნული წიგნი ერთიანი კომპლექსური ნაშრომია, რომელიც დახმარებას გაუწევს სპეციალისტებსაც და საზოგადოების ფართო წრეებს. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ამ წიგნით გაეცნონ ტაო-კლარჯეთის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე.

 

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2268395609883491