დაიწყო თეზისების მიღება სემინარზე “საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიები”

2019 წლის 27-28 ივნისს, კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მაქს პლანკის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტი (ბერლინი) ატარებენ სემინარს თემაზე Natural Sciences and Technologies – Multicultural Knowledge in Manuscripts and Artifacts (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიები- მულტიკულტურული ცოდნა და მეცნიერება ხელნაწერებსა და არტეფაქტებში).

სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს.

თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ  და ინგლისურ ენებზე. სიტყვების რაოდენობა: არაუმეტეს 300 სიტყვისა

სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 30 მარტი

ელექტრონული ფოსტა: tamara.zhghenti@manuscript.ge   და t.abuladze@yahoo.com

ტელ: 555 93 00 69 თამარ აბულაძე,  599 25 95 48 თამარ ჟღენტი