ოკუპაციის კვირეული

25 თებერვალს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გაიხსნა ოკუპაციის კვირეული. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – პერსონები საარქივო დოკუმენტებიდან“, რომელიც მომზადებულია ცენტრის კოლექციებში დაცული უნიკალური არქივების საფუძველზე. ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტები, ემიგრანტული პრესა, მემორიალური ნივთები და აუდიომასალა შერჩეულია ერთი ნიშნით: ექსპონატები ასახავს საქართველოს მთავრობის წევრებთან დაკავშირებულ მიმოწერას, ოფიციალურ დოკუმენტებს, ბიოგრაფიულ ცნობებსა თუ მათ პირად ნივთებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ იყო: მთავრობის ხელმძღვანელის, ნოე ჟორდანიას ავტოგრაფები და მასთან დაკავშირებული წერილები, ლევილის არქივი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის აუდიოჩანაწერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლოები: დროშა, გერბი, ფულის ერთეულები და მარკები