აბრეშუმში გამოხვეული – ნინო ცხომელიძის კვლევის პრეზენტაცია

14 თებერვალს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერის, ნინო ცხომელიძის, კვლევის პრეზენტაცია. ნინო ცხომელიძე გახლავთ მკვლევარი, რომელიც მუშაობს დედოფალ თეოფანუს ქორწინების სიგელზე; პერგამენტის გრაგნილი, დღესდღეობით ვოლფენბიუტელის სახელმწიფო არქივშია დაცული, ახალგაზრდა გერმანელი იმპერატორის ოტო II-ისა (955-983) და ბიზანტიელი მეფისწულის თეოფანუს ქორწინების სიგელია. ლექცია ჩატარდა ინგლისურ ენაზე (ქართული თარგმანი უზრუნველჰყო კონსტანტინე ოთხომეზურმა)