ძველი ქართული სამწიგნობრო კერები

11 თებერვალს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა პროექტის “ძველი ქართული სამწიგნობრო კერები” პრეზენტაცია. პროექტი დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. ორენოვანი ელექტრონული ბაზა არის თანამედროვე ტიპის საძიებო სისტემა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თუ მეცნიერს, მისცემს საშუალებას დეტალურად – ქალაქის, სოფლის, თუ რეგიონის, გადაწერის თარიღის, გადამწერის თუ სხვა მნიშვნელოვანი მონაცემის მიხედვით მოიძიოს ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ. გამართულ ღონისძიებაზე, ასევე, წარდგენილი იყო პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი ორენოვანი ალბომი და რუკები, სადაც დატანილია სამწიგნობრო კერები.