ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2019 წლის 2-4 თებერვალს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში გაიმართა წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და ცენტრის თანამშრომლები ვახტანგ კვანტალიანი, თამარ მჭედლიძე და მერაბ აფციაური. 4 თებერვალს ზ. აბაშიძემ და ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტმა, ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარიის რექტორმა, მეუფე სტეფანემ ხელი მოაწერეს ცენტრსა და სემინარიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.