ბატონი მიხეილ ბატიაშვილის სტუმრობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
2019 წლის 30 იანვარს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი მიხეილ ბატიაშვილი. ბატონმა მინისტრმა დაათვალიერა ცენტრის საცავები და მემორიალური კაბინეტები. ცენტრის დირექტორმა ზ.აბაშიძემ გააცნო მინისტრს ცენტრის დღევანდელი მდგომარეობა, ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც დგას ცენტრის წინაშე. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საცავების და მემორიალური კაბინეტების არასახარბიელო მდგომარეობას და ზოგადად ცენტრისთვის ახალი შენობის აგების ან გადაცემის საკითხს. ბატონმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადაიჭრება უახლოეს მომავალში და აღუთქვა ცენტრს სრული მხარდაჭერა მისი საქმიანობის ყველა სფეროში.