ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

21 იანვარს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იმყოფებოდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ღონისძიებაზე სახელწოდებით “წლის საუკეთესო მიღწევა” . ღონისძიების ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და სხვა სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებმა წარმოაჩინეს 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობები. ცენტრის სახელით პრეზენტაცია წარადგინა სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების ხელმძღვანელმა, მთავარმა მეცნიერ- თანამშრომელმა შალვა გლოველმა. პრეზენტაცია ეხებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელშიც 10-ზე მეტი ქვეყნის წაარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ბატონმა შალვამ კონფერენციის გარდა ისაუბრა სხვა აქტივობებზე, რომლებიც განხორციელდა 60 წლის იუბილეს ფარგლებში.