ქართველი ენათმეცნიერისა და ფილოლოგის, მზექალა შანიძის დაჯილდოვება

15 იანვარს 17:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქართველი ენათმეცნიერისა და ფილოლოგის, ქალბატონი მზექალა შანიძის დაჯილდოვების ცერემენია. მზექალა შანიძის დაბადების დღის აღსანიშნავად ქ. ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსანთა დასმა და ფონდმა „ქართველმა“ გამართეს საღამო და გადასცეს ქ-ნ მზექალას ქ. ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი და დროშა ქართული, ასევე, ოსკარ შინდლერის აკადემიისგან მადლობის სიგელი, რომელიც გადასცა ბატონმა მაქს შაჰიტმა. საღამოს უძღვებოდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი ზაზა აბაშიძე, პროფესორი არჩილ ბაქრაძე და ჩოხოსანთა დასის თავკაცი გოგი დოლიძე.