საახალწლო ზღაპარი ხელნაწერების სამყროში

დღეს, 14 იანვარს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა მზრუნველობამოკლებული ბავშვების საახალწლო ღონისძიებას. ღონისძიების მიზანი იყო უნიკალური ხელნაწერებისა და მათი ისტორიის ბავშვებისთვის გაცნობა, რც ინტეგრირებული იქნებოდა სახალისო თამაშებში. ცენტრისთვის მნიშვნელოვანი სფეროა უნიკალური მასალის პოპულარიზაცია და ისი გამოყენება საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნით. აღნიშნული მისიის გათვალისწინებით, დაიგეგმა საბავშვო ღონისძიება, რათა ეს ორი, ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ორგანულად იყოს შერყწმული ერთმანეთში. ღონისძიებას გვერდში ედგა ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია “ბარამბო” და საბავშვო სათამაშოების მაღაზია “ჭიტა”; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის მათ თანადგომისთვის.