პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიში

ა.წ. 7 დეკემბერს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2014-2018 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში. ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრეთ ფონდის საქმიანობა გააცნო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. საბოლოო სიტყვა წარმოთქვა საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. სიტყვის დასასრულს მან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადასცა, პირადად მის საკუთრებაში არსებული ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი VII-XII სს. საქართველოს საისტორიო რუკა, რომელიც გ. მარგველაშვილის პრეზიდენტობის წლებში მის კაბინეტში ეკიდა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ დიდი მადლობა მოახსენა პრეზიდენტს ასეთი საჩუქრისთვის და თავის მხრივ, პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა გამომცემლობა “ბაკმის” მიერ დასტამბული ე.წ. ბეგთაბეგისეული (XVII ს) “ვეფხისტყაოსანი”.