ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშეს სტუმრობა

4 ოქტომბერს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე ჰამიდ მოსტაფავი.

მან და თანხმლებმა სტუმრებმა ცენტრში არსებული აღმოსავლური ხელნაწერების საცავი მოინახულეს და დაათვალიერეს როგორც სპარსული, ისევე ქართული და ქართულ-სპარსული (ორენოვანი) ხელნაწერები.