ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

29 სექტემბერს, ვაკის პარკში, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოდგენილი იყო საკუთარი პავილიონით;

ნებისმიერ სტუმარს, შეეძლო მონაწილეობა მიეღო ქაღალდის დამზადებაში, კალიგრაფიული ნიმუშის შექმნაში, წიგნის აკინძვასა და შემკობაში, დაზიანებული ფურცლის რესტავრაციასა და სხვა აქტივობებში.