კონფერენცია – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა”
2018 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 60 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 28 ივნისს, მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“. კონფერენციის მიზანია: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და საკვანძო პრობლემურ საკითხებზე ფართო სამეცნიერო დისკუსიების ორგანიზება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მეცნიერებმა. ისინი ათწლეულების მანძილზე დაკავშირებულები არიან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და მათ ქართველოლოგებად ჩამოყალიბებაში განუზომლად დიდია სწორედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წვლილი.
https://www.facebook.com/events/1699200090163316/
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=1902823139774075