ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის საქალაქო ბიბლიოთეკაში
6 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის საქალაქო ბიბლიოთეკაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა წარადგინა პროექტი “წიგნის მოვლის კულტურა”, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო ღონისძიებების ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის. პროექტს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლები ახორციელებენ. პროექტის პროგრამის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცემის საფუძველზე ბავშვებს გამოუმუშავდეთ წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები, აგრეთვე ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის კულტურა. მოსწავლეებთან შეხვედრაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა მანუჩარ გუნცაძემ წაკითხა ლექცია თემაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო კოლექცია (ისტორიისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება) ღონისძიება დაიგეგმა კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=1868379489885107