კონფერენციის გახსნა

21 მაისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოფი – Texts, Traditions and Transmission: Global and Local Transitions in the Late Second Temple Period (ტექსტები, ტრადიციები და ტრანსმისია: გლობალური და ლოკალური ცვლილებები გვიან მეორე ტაძრის პერიოდში). რომელიც ორგანიზებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და ჰელსინკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტთან არსებული კვლევითი ცენტრის – Changes in Sacred Texts and Traditions (ცვლილებები წმინდა ტექსტებსა და ტრადიციებში) მიერ. კონფერენციის მონაწილეები არიან ბიბლიოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში მომუშავე მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ ებრაულ, არამეულ, შუმერულ, აქადურ, სპარსულ, ძველ ბერძნულ, კოპტურ, ეთიოპურ, სომხურ და სხვაენოვან ტექსტებსა და კულტურებს ფილოლოგიურ-თეოლოგიურ-არქეოლოგიურ-ისტორიული კუთხით. კონფერენციის გახსნაზე ქართული ხელნაწერი კულტურისა და ქართული ბიბლიის შესახებ მოხსენება წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ანა ხარანაულმა.

 

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=1851721168217606