ილია-ევროპელი
Posted at h
in სიახლეები
19 დეკემბერს, 14:30 საათზე, ყვარელში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გახსნა ფოტოგამოფენას „ ილია ევროპელი“. გამოფენა გაიხსნა იუსტიციის სასაწავლო ცენტრში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ილიას არქივის იმ დოკუმენტების მიხედვით მომზადებული ფოტომასალა, რომლებიც დაკავშირებულია ევროპასთან. გამოფენის ფარგლებში ლექცია წაიკითხა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ისტორიკოსმა ნესტან ბაგაურმა. .გამოფენა 19 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება მოეწყო იუსტიციის სასაწავლო ცენტრის მხარდაჭერით.