24 ივნ კონფერენცია ,,ტექსტოლოგიური ძიებანი’’
Posted at 21:49h
in სიახლეები
2015 წლის პირველ აპრილს, 11:00 საათიდან კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება კონფერენცია ,,ტექსტოლოგიური ძიებანი’’.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების, ძველი ქართული ტექსტების გამოცემებისა და ტექსტოლოგიური კვლევების გააქტიურებასა და განვითარებას.
მოხსენებებში წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ტექსტების გამოცემასთან დაკავშირებული ტექსტოლოგიური პრობლემები, ბოლოდროინდელი ტექსტოლოგიური კვლევების სიახლეები, ტექსტების გამოცემის პრინციპები და სხვ.
კონფერენციის პროგრამა ,,ტექსტოლოგიური ძიებანი’’
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 47 42 42 (109)
ელ-ფოსტა: pr@manuscript.ac.ge