წიგნების წარდგინება
2017 წლის 3 თებერვალს, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას წაარუდგინა 2016 წელს გამოცემული წიგნები. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა სამეცნიერო გამოცემების სახით. წარმოდგენილი იყო 18 გამოცემა, რომლებიც ავტორებმა წარადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი, აღსაღნიშნია, რომ მათი მხარდაჭერით გამოიცა რამდენიმე წიგნი, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, უნდა აღინიშნოს,რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლობის შედეგად გამოიცა ალბომი “მასალები ძველი ქართული სამართლისა და ეკონომიკის ტერმინოლოგიისათვის’ ივ. ჯავახიშვილი პირადი საარქივო ფონდის მასალის მიხედვით.