21 იან თურქეთის ელჩის ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
Posted at 16:00h
in სიახლეები
2016 წლის 21 იანვარს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ მეუღლესთან ერთად ეწვია. სტუმრები შეხვდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ზაზა აბაშიძეს და დირექტორის მოადგილეს ზურაბ სამარღანიშვილს.
შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და თურქეთის საელჩოს შორის. სტუმრებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები და დატოვეს ჩანაწერი შთაბეჭდილებათა წიგნში.