სოციალური ნაძვის ხე
2016 წლის 14 იანვარს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა 25 სოციალურად დაუცველ ბავშვს, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებიდან.
ცენტრმა, სპეციალურად ამ ბავშვებისთვის, მოაწყო საახალწლო შემეცნებითი ღონისძიება. დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა, რომლიც გულისხმობს უძველესი მეთოდით წერილის დამზადებას და საკუთარი ხელით წიგნის აწყობას. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების დაფინანსებით, ამ დღისთვის დამზადდა ნაძვის ხე. აღნიშნულ სოციალურ აქტივობას შეუერთდა ასევე შპს. „კოკა-კოლა“ და „ფინკა ბანკი საქართველო“, მათაც სპეციალურად ამ დღისთვის გამოყვეს საჩუქრები ბავშვებისათვის.
პროექტი მიზნად ისახავს მიუსაფარი ბავშვების ინტეგრირებას საზოგადოებაში და მათთვის ხელნაწერი მემკვიდრეობისა და ისტორიის გაცნობას.
ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს უმასპინძლეს ცენტრის თანამშრომლება და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრებმა.