ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან
2015 წლის 6 მარტს, 13:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და წმ.მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-საღვთისმეტყველო
ლი სასულიერო მწერლობის ისტორიიდან’’ პრეზენტაცია გაიმართა.
წინამდებარე ნაშრომი ერთ-ერთი ნაკვეთია ავტორთა კოლექტივის მიერ მომზადებული სერიისა: „ძველი ქართული სასულიერო მწერლობა“. იგი ემყარება ბიბლიოლოგიის სფეროში მოღვაწე როგორც ქართველ მკვლევართა, ასევე უცხოელ ქართველოლოგთა შრომებს. მოწოდებულია ცნობები ზოგადად ბიბლიის, აგრეთვე ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანების შემცველ ხელნაწერთა შესახებ; საუბარია იმ მეთოდოლოგიაზე, რომლითაც ხდებოდა და ხდება ამჟამად ქართულ თარგმანთა პირველწყაროს ძიება; მიმოხილულია ის მთარგმნელობითი პრინციპები, რომლითაც განხორციელდა წმინდა წერილის ქართულ ენაზე გადმოღება. ბევრი სხვა საკითხის გარკვევასთან ერთად, ამ დარგში მომუშავე მეცნიერთა მიზანია იმის დადგენა, თუ როდის და რომელი ენიდან ითარგმნა ქართულ ენაზე ესა თუ ის ბიბლიური წიგნი. ამ კუთხით მუშაობა დღესაც გრძელდება. ნაშრომში მეტ-ნაკლები სისრულითაა ასახული ის, რაც უკვე სრულყოფილად არის შესწავლილი, წარმოდგენილია სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები, რათა მკითხველს საშუალება ჰქონდეს, თვალი მიადევნოს ბიბლიური წიგნების ძველი ქართული თარგმანების კვლევის პროცესს. ნაშრომს დართული აქვს ბიბილოლოგიის სფეროში ქართული და უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის და გამოცემული ბიბილიური ტექსტების ვრცელი ბიბლიოგრაფია.
გამოცემაში თავმოყრილი მასალა დახმარებას გაუწევს როგორც ძველი ქართული საეკლესიო მწერლობის მკვლევართ, ასევე ამ დარგით დაინტერესებულ პირებსა და სტუდენტებს.