ქართველოლოგიური სეზონური სკოლა – „ქართული დამწერლობა“

პროექტის დასახელება:  ქართველოლოგიური სეზონური სკოლა „ქართული დამწერლობა“

დარგი და მიმართულება:  ქართველოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ზაალ აბაშიძე

პროექტის შემსრულებლები:  ზაალ აბაშიძე  ირინა გოგონაია შორენა მურუსიძე  ვლადიმერ კეკელია  ზურაბ სამარღანიშვილი

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: 

სკოლის მიზანია საქართველოს რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული მიმართულების წარმომადგენლების – სტუდენტების (მაგისტრანტები, დოქტორანტები) და ახალგაზრდა მეცნიერების (მაგისტრები და დოქტორები) – სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წახალისება მეცნიერებათა იმ დარგებში, რომელიც შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს.

სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავდა 20-ზე მეტ ლექციას, ვორქშოფებს, ინტერაქტიულ პროგრამებს ექვსი სასწავლო მოდულის მიხედვით. სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებდა ექსკურსიებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მემორიალურ და იშვიათ გამოცემათა კაბინეტებში, რესტავრაცია-კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიებში, ასევე, გასვლით ლექციებს თემასთან დაკავშირებულ სამუზეუმო სივრცეში. სკოლის პროგრამა მოიცავდა დისკუსიებს მრგვალი მაგიდის ფორმატში და მონაწილეთა სამეცნიერო კვლევების შედეგების პრეზენტაციას.

2) წარმოდგენილია სომხური ტექსტის ქართულთან შედარების შედეგები: გამოვლენილი და დახასიათებულია ქართული ტექსტისაგან განსხვავებული მოკლე კომენტარების ჯგუფი, მეკნუთიუნის სახელწოდებით, რომლებიც მოსდევს პეტრიწის ვრცელ განმარტებებს (ლუწმუნქის სახელწოდებით). მათი წყარო ვერ იძებნება და, სავარაუდოდ, სომეხი მთარგმნელის მიერ არის დამატებული და მისი საკუთარი ინტერპრეტაციებია.

3) დასაბეჭდადაა მომზადებული ხელნაწერ H‑1337-ის ფაქსიმილური გამოცემა.

4) მიმდინარეობს პროკლეს „წყარო ცოდნისას“ პეტრიწისეული თარგმანისა და განმარტების დიპლომატიური გამოცემისა და მისი სომხური თარგმანის გამოცემის საბოლოო მოსამზადებელი სამუშაოები.

განხორციელდა ქართული და სომხური ელექტრონული ტექსტების დედანთან – ხელნაწერის ტექსტთან შემოწმება, ლექსიკონის ელეტრონული ვერსიის მომზადება.