პროექტის „ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები”
23 დეკემბერს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლის, თამაზ გოგოლაძის პროექტის: „ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი)“ პრეზენტაცია.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული პრეზიდენტის გრანტის საშუალებით.
გზამკვლევში მოცემულია ბორჯომის ხეობის ხუროთმოძღვრული ძეგლების მოკლე ისტორიები. თითოეულ ძეგლს ბოლოში დართული აქვს სრული ბიბლიოგრაფია, რაც დიდ დახმარებას გაუწევს მკვლევრებს აღნიშნული ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლებზე მუშაობისას. გარდა ამისა, გზამკვლევს აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულებაც. ნაშრომში დაზუსტებულია ქართული ისტორიოგრაფიის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში დასახელებული კვირიკეწმიდის ლოკალიზაციის საკითხი და სხვ. ასევე გზამკვლევში პირველად ქვეყნდება ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრი წარწერები და ასევე ექსპედიციების დროს გამოვლენილი არაერთი დღემდე უცნობი წარწერა.
გზამკვლევის ბენეფიციარები არიან: მეცნიერების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები (მეცნიერები, დოქტორანტები, მაგისტრანტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები), კულტურის მუშაკები, ტურისტები და ბორჯომის ხეობისა და მისი მატერიალური კულტურის ძეგლების ისტორიით დაინტერესებული პირები.