სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ხელნაწერებში

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სოხუმის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებს პერიოდულად ცენტრში უტარდებათ ლექციები ხელნაწერთმცოდნეობაში. გარდა თეორიული კურსისა, მაგისტრანტები გადიან პრაქტიკასაც და ეუფლებიან ხელნაწერთა აღწერილობის შედგენის პრინციპებს.