ბიბლიოთეკის კვირეული
Posted at h
in სიახლეები
8 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ბიბლიოთეკების კვირეულის“ დახურვა გაიმართა. კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ბიბლიოთეკები, მათ შორის იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოდგენილი იყო ძველნაბეჭდი წიგნებითა და ცენტრის ახალი გამოცემებით. „ბიბლიოთეკების კვირეული“ 28 აპრილიდან 8 მაისამდე გრძელდებოდა.