ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX- XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა
პროექტის დასახელება: ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX- XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ტატიშვილი ქეთევანი
პროექტის შემსრულებლები: ტატიშვილი ქეთევანი მაჭავარიანი ელენე ციციშვილი ნინო
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: 2014 წლის გაზაფხულზე დაფინანსების მოპოვების შემდეგ სამუშაო ჯგუფმა, რომლის ძირითადი
მონაწილეები ვართ ტატიშვილი ქეთევანი, მაჭავარიანი ელენე, ციციშვილი ნინო, დაიწყო მუშაობა
ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა მინიატურების დამუშავებასა და მონაცემთა ბაზისთვის
მომზადებაზე. დავამუშავეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მეცხრე–მეცამეტე
საუკუნეების მოხატული ხელნაწერების მასალა. პროექტის ფარგლებში მისი მონაწილეები 2014 წლის
ივლისში მივლინებით ვიმყოფებოდით სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუში, სადაც
დაცულია 5 უნიკალური მოხატული სახარება-ადიშის (897 წ.), მესტიის (1033წ.), იენაშის (XIIIს.),
ლაფსყალდის (XIIIს.) და ტვიბერის (X-XI ს.). 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მივლინებით
ვიყავით ქუთაისშიც, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, სადაც მრავალი უნიკალური
დასურათებული ხელნაწერია დაცული. ცენტრის დიგიტალიზაციის ლაბორატორიის უახლესი
აპარატურით კვალიფიციური დიგიტალიზატორის მიერ გადაღებულ იქნა მინიატიურები