ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ანგარიში (2008-2013

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების მიხედვით 2008 წელს 5 წლის ვადით არჩეულ იქნა სამეცნიერო საბჭო. შესაბამისად, 2 დეკემბერს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სამეცნიერო სემინარზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ შალვა გლოველმა წარმოადგინა საბჭოს საქმიანობის ანგარიში (2008-2013 წწ.).

პრეზენტაციის ფორმით წარმოდგენილი იყო სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

სამეცნიერო პროექტები

სამართლებრივი ბაზა

სამეცნიერო საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციები და სემინარები

არჩევნები

გრიფირება – რეცენზირება

წარდგენა

ცენტრის ბიუჯეტი და საშტატო განრიგი

გეგმები, პროგრამები და ანგარიშები

გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები.

ანგარიშის წარდგენის დროს ნაჩვენები იყო სამეცნიერო საბჭოს, როგორც სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის, მართვის სისტემა და ამ მიმართულებით აპრობირებული მეთოდები. სამეცნიერო საზოგადოება გაეცნო საბჭოს დოკუმენტაციას და დოკუმენტების ტიპების მიხედვით შექმნილ ბაზებს.