პოლონელი სტაჟიორების საგამოფენო პროექტის პრეზენტაცია
19 სექტემბერს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პოლონელი სტაჟიორების მიერ მომზადებული საგამოფენო პროექტის პრეზენტაცია და ცენტრში დაცული პოლონურენოვანი მასალის გამოფენა.
26 აგვისტოს მარია კიური – სკლოდოვსკას სახელობის უნივერსიტეტის ცხრა პოლონელი სტუდენტი საქართველოში ჩამოვიდა. ისინი ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ სტაჟირებას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
სტუდენტებმა აღწერეს და დაამუშავეს პოლონურენოვანი საარქივო მასალა და ხელნაწერები, რის საფუძველზეც მოამზადეს საგამოფენო პროექტი ქართულ – პოლონური ურთიერთობის შესახებ.
პოლონელ სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექციები საქართველოს ისტორიის, კულტურის, კავკასიაში ჩვენი ქვეყნის როლსა და ქართულ – პოლონურ ურთიერთობების შესახებ. სტაჟირების პერიოდი მოიცავდა ასევე კულტურულ – საგანმანათლებლო საექსკურსიო პროგრამას.