06 თებ იტალიის ელჩის ვიზიტი ხელნაწერებში
Posted at 15:55h
in სიახლეები

6 თებერვალს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი ესტუმრა. უცხოელ დიპლომატს მასპინძლობა ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გაუწია. ელჩმა უძველესი ქართული და უცხოური ხელნაწერები დაათვალიერა და ბუბა კუდავასთან ერთად სამომავლო კულტურული თუ საგანმანათლებლო ხასიათის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.