„ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე სოფლების აღწერის დავთრები“
პროექტის დასახელება: „ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე სოფლების აღწერის დავთრები“
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: აპოლონ თაბუაშვილი
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: 2012 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი აპოლონ თაბუაშვილი მონაწილეობდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტში „ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე სოფლების აღწერის დავთრები“ (საგრანტო პროექტი დაიწყო 2012 წლის ნოემბერში და დასრულდება 2013 წლის ნოემბერში). პროექტის მიზანია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული Hd ფონდის სამი საბუთის (## 1606, 1611, 9324) მეცნიერული გამოცემა, სათანადო გამოკვლევის და კომენტარების დართვით. პროექტით გათვალისწინებულია ინგლისურენოვანი ვერსიის მომზადებაც. აღნიშნულ საბუთებში მოცემულია შიდა ქართლის 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მოსახლეობის აღწერა. 2012 წელს მოხდა გამოსაცემად გათვალისწინებული ისტორიული დოკუმენტების დიგიტალური ვერსიების მომზადება.