“სანკტ-პეტერბურგის კოლექციის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი: ტრადიცია და ინოვაცია”
31 მარტს,17:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროექტის “სანკტ-პეტერბურგის კოლექციის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი: ტრადიცია და ინოვაცია” პრეზენტაცია. პროექტი ეხებოდა რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (სანკტ-პეტერბურგში) დაცული ბერძნულ-ქართული ხელნაწერის (0.I.58) ფუნდამენტურ შესწავლას. შოთა რუსათველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამოსაცემად მომზადდა ხელნაწერებში დაცული ქართული და ბერძნული ტექსტები, დაიწერა გამოკვლევა...