„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვარიანში„
25 აპრილს, 12:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვარიანის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ორგანიზებით ვარიანში გაიმართა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვარიანში„.
გამოიფინა 20 ფოტო, რომლებიც მომზადებულია იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან უმნიშვნელოვანესი მასალის საფუძველზე: ნოე ჟორდანიას სამადლობელი წერილი იაკობ გოგებაშვილს, დედა ენის შავი ნაწერები, უბის წიგნაკი საყმაწვილო ლექსებით, რომელიც აკაკი წერეთლის ნასწორებია და სხვ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე საინფორმაციო ბანერები, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის აქივში დაცულ ინფრომაციას შეიცავს: ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის, შემოქმედების, პირადი მიმოწერის ამსახველ ტექსტებს.
აღსაღნიშნავია, რომ გამოფენისათვის მომზადებული საგამოფენო მასალა ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საჩუქრად გადასცა ვარიანის სახლ-მუზეუმს.