კონკურსი "ქართული კალიგრაფია" საქართველოს ფარგლებს გარეთაც ჩატარდება!
Posted at h
in News
ძვირფასო მეგობრებო,
გვსურს გაცნობოთ, რომ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით იგეგმება კონკურსის \\”ქართული კალიგრაფია\\” ორგანიზება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ როგორც მოზარდებს ასევე ზრდასრულებს.
მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფს კვალიფიციური ჟიური, რომლის ვინაობაც ცნობილი გახდება კონკურსის თარიღის დადგენის შემდეგ.
მსურველთა რაოდენობის გამორკვევის შემდეგ ეტაპზე განისაზღვრება კონკურსის ჩატარების ვადები. შესაბამისად გთხოვთ, მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევრები ელ-ფოსტის საშუალებით (მხედრული ანბანით გადაწერილი 40-50 სიტყვიანი ტექსტი) არაუგვიანეს 30 აპრილისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thehague.emb@mfa.gov.ge. ნაწერს დართული უნდა ჰქონდეს შემდეგი საკონკურსო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი).
შესარჩევი კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საელჩოსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე. დამატებით ინფორმაციას კონკურსის ტურებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების თაობაზე მოგაწვდით მოგვიანებით.