ლია ანდღულაძე (დ. 1931)

ქართველი ფილოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი (1957 წლიდან); საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი (1990-1991); საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990 წლიდან); რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი (2003-2005); საქართველოს ეროვნული სათათბიროს თავმჯდომარე.

ლია ანდღულაძე არის 7 წიგნის, 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 250-ზე მეტი საგაზეთო წერილის ავტორი. ძირითადი თემატიკა: რუსთველოლოგია, ძველი და ახალი ქართული ლიტერატურა, განათლება, ისტორია, ხელოვნება, ეროვნული მოძრაობა, მოღვაწენი, მოგონებები.

ლია ანდღულაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი მან ცენტრს შემოსწირა 2008 წლის 15 დეკემბერს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი