ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები’’

2015 წლის 2 მაისს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები\\” პრეზენტაცია და მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართება.
იდეის ავტორი: მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე
დიზაინერი: დავით მაისურაძე
ფინანსური მხარდამჭერი: ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო
ტექნიკური უზრუნველყოფა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ათი საზოგადო მოაღვაწის ხელნაწერიდან: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ივანე ჯავახიშვილის, დავით გურამიშვილის, ამბროსი ხელაიას და ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ფონტი.
პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერის გაცნობა და ელექტრონულ სივრცეში ქართული ფონტების მომრავლება.
პრეზენტაციის შემდეგ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ვებგვერდიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გადმოწეროს სასურველი ფონტი და სრულიად უსასყიდლოდ დააინსტალიროს საკუთარ კომპიუტერში. ცენტრის ვებგვერდზე ატვირთული ფონტები საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეასრულებს. საიტზე ყველა შრიფტს თანდართული ექნება გადმოწერის ინსტრუქცია და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიული მონაცემები.
პრეზენტაციაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე აკრიფონ სასურველი ფონტით ტექსტი, ამობეჭდონ, გაეცნონ როგორ ხდება გადმოწერა და დაინსტალირება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 47 42 42 (109)
ელ-ფოსტა: pr@manuscript.ac.ge
მის: მ.ალექსიძის 1/3